სააღდგომო ტრადიციები საქართველოში

“აღდგომას დასავლეთ საქართველოში ყველა ადრიანად ემზადებოდა ცისკარზე წასავლელად; ახალი მიცვალებულის პატრონი თავისი ჩამოსარიგით მიდიოდა თავისი მიცვალებულის საფლავზე და იქვე სუფრაზე აწყობდა სანოვაგეს; გათავდებოდა თუ არა ცისკარი, მღვდელი ჩამოივლიდა ყველა სუფრას, აკურთხებდა და შემდეგ ჭირისუფალი თავისი სანოვაგიდან ურიგებდა ცოტ-ცოტას ყველაფერს იქ მყოფთ. ოჯახში კი, სანამ სადილად დასხდებოდნენ, უფროსი ქალი აიღებდა საოჯახო განატეხს (ანთებული სანთელი კედელზე უნდა ყოფილიყო მიკრული), ჭიქით ღვინოს, განატეხს წაღმა შეატრიალდებდა და დაილოცებოდა: “აღდგომის ძალო და მადლო! კაი წელიწადი დაგვიყენე, ბევრი აღდგომა მოასწარი ყველა ჩვენიანს”. Continue reading

Posted in ისტორია, საინტერესო ფაქტები, სასარგებლო | დატოვე კომენტარი

ქართული სუფრის ტრადიციები – იმერეთი

e18392e18395e18398e1839be183a0e18390e183abe18394e18394e18391e18398e183a1-e183a5e18394e18398e183a4e18398ქართული სუფრის ტრადიციები მსოფლიოს ყველა კუთხეშია ცნობილი. ჩვენს სტუმართმოყვარეობას და გულუხვ დახვედრას არაერთი უცხოელი სტუმარი მოუჯადოებია. ჩვენმა ერმა საუკუნეების მანძილზე სტუმარ-მასპინძლობის მტკიცე ნორმები ჩამოაყალიბა. საქართველოს ნებისმიერ კუთხე-კუნჭულში სტუმარი ხელშეუხებელ პიროვნებად ითვლება. სტუმრის პატივისცემის ადათს ისე ჰქონდა გადგმული ფესვები, სახლში მოსული მოსისხლე მტრის დაცვაც კი სავალდებული იყო. Continue reading

Posted in ალკოჰოლი, ისტორია, საინტერესო ფაქტები, სასარგებლო, ღვინო, ცომეული, ჯანმრთელობა | დატოვე კომენტარი

სტუმარ–მასპინძლობა, სუფრა

_MG_5193ქართველთა ყოფაში განსაკუთრებული ადგილი უკავია სტუმარმასპინძლობის ტრადიციას. შეიძლება ითქვას, რომ ქართველისთვის კულტად ქცეული, დაუწერელი კანონი სტუმრის პატივისცემისა, გამორჩეულ ხიბლს ანიჭებს ქართულ ხასიათს. მიუხედავადიმისა, რომ სტუმართმოყვარეობა თითქმის ყველა ხალხისთვისაა დამახასიათებელი, ქართველისთვის ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და დღემდე ხელშეუხებელ წესად ითვლება.

Continue reading

Posted in ალკოჰოლი, ისტორია, საინტერესო ფაქტები, სასარგებლო, ღვინო | დატოვე კომენტარი

რა სარგებლობა მოაქვს ღვინოს?

red wine with grapesძველი ელინები ღვინის დოზებს ასე აყალიბებდნენ: პირველი ჭიქა ჯანმრთელობაა, მეორე – კმაყოფილება, მესამე – ტკბილი ძილი… მეოთხე – თავხედობა, მეხუთე – ალიაქოთი, მეექვსე – ტაკიმასხრობა, მეშვიდე – სიბრმავე და მერვე – დანაშაული. Continue reading

Posted in ალკოჰოლი, ისტორია, საინტერესო ფაქტები, სასარგებლო, ღვინო, ჯანდაცვა, ჯანმრთელობა | Tagged , , , , | დატოვე კომენტარი

ქართული სამზარეულო – კულინარული მიმოხილვა

ქართული სამზარეულო, კულინარიის სტილი, რომელიც საქართველოდან მომდინარეობს და ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. საგრძნობი განსხვავებაა ქვეყნისრეგიონულ სამზარეულოებს შორის. აღმოსავლეთ საქართველოშიხორცის, ღვინის, პურეულისა და ცხოველური ცხიმების სიჭარბე შეინიშნება, დასავლეთ საქართველოს სამზარეულო კი ნიგვზითა და წიწაკით შეზავებული საწებლების, მხალეულის და რძის პროდუქტების კერძებით გამოირჩევა. საქართველო ღვინის სამშობლოა, აქ ვაზითითქმის ყველგან ხარობს, ქართულ ღვინოს ქვევრში აყენებენ.

საქართველოს კუთხეების სამზარეულო Continue reading

Posted in ისტორია, საინტერესო ფაქტები, სასარგებლო | დატოვე კომენტარი

მწვადის შეწვა – როგორც ხელოვნება

IMG_9905მწვადის შეწვა არც ისეთი იოლია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თანაც სიტყვა “შეწვა” პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. სამწვადე ხორცი კი არ უნდა შევწვათ, არამედ დავბრაწოთ. მწვადი თავისავე ცხიმში უნდა მოიშუშოს. სწორედ ამით განსხვავდება მწვადი შემწვარი ხორცის სხვა კერძებისგან.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ხორც-ასხმული შამფური ცეცხლის ალზე არ უნდა დავიჭიროთ, რადგან ხორცი გარედან დაიწვება, შიგნით კი უმი დარჩება. დაუწერელი წესია – მწვადი ნაკვერჩხალზე უნდა შეიწვას. Continue reading

Posted in Uncategorized | 1 კომენტარი

შოკოლადის სახეობები

 chocolate-500

საუკუნეების განმავლობაში წარმოიქმნა და ჩამოყალიბდა შოკოლადის მრავალი სახეობა. ეს განპირობებული იყო როგორც კულტურათა და ტრადიციათა თავისებურებებით, ასევე ტექნოლოგიური მიღწევებით. მაგალითად, თუ ახალ სამყაროში შოკოლადი ცხარე წიწაკით უნდა ყოფილიყო შეზავებული, ევროპელი გურმანებისთვის ის აუცილებლად ვანილთი და შაქარით უნდა გაემდიდრებინათ. Continue reading

Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

სასმელი, რომლითაც პირველად თხა მოიხიბლა

ყავის მარცვლები

ყავის მარცვლები

დღეს ყავა მთელ პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს შორის კომუნიკაცია მარტივდება. ჭიქა ყავაზე დაპატიჟება 21-ე საუკუნეში ყველაზე მოდურ და სასიამოვნო ჟესტად ითვლება.

ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დაიწყეს იმაზე ბჭობა, თუ როგორ და როდის შეიცნო ადამიანმა ამ ჯადოსნური სასმლის უცნაური მახასიათებლები. არსებობს უამრავი თეორია ყავის წარმოშობის შესახებ.

ცნობილი იტალიელი მოგზაური პიეტრო დე ვალე დარწმუნებული იყო, რომ ყავის მოხმარების ტრადიცია ჯერ კიდევ ტროას ომიდან მოდიოდა. ჰომეროსის “ოდისეაში” ერთგან ნახსენებია ყავა, რომელსაც მშვენიერი ელენე ღვინოში ურევდა, რათა დარდი გაექარვებინა და გაბრაზება დაეცხრო. Continue reading

Posted in ისტორია, საინტერესო ფაქტები, სასარგებლო, უალკოჰოლო სასმელი | Tagged , , , , | დატოვე კომენტარი

თამადა და ტოლუმბაში – წარმოშობის ისტორია

georgian_feast

ისე სუფრა არ გაიშლება ჩვენს ხალხში, მდიდრებში თუ ღარიბებში, რომ თამადა და ტოლუმბაში არ ამაირჩიონ, არ დასონ სუფრაზე და პირველი ალაგი არ მისცენ.მაგრამ არა მგონია ბევრმა იცოდეს ჩვენში – თუ რას მოასწავებს ამგვარი ჩვეულება და რა მნიშვნელობა აქვს თამადისა და ტოლუმბაშის არჩევას. Continue reading

Posted in ისტორია, საინტერესო ფაქტები | Tagged , , , , , | დატოვე კომენტარი

“გაშალეთ სუფრა, გადმოჰფინეთ ბანზე ხალები…”

tiflis11_0

თბილისი რომ ყოველთვის გზაგასაყარს წარმოადგენდა, ახალი ამბავი არაა. ჩვენს ქალაქში აღმოსავლეთიდან ზაფრანითა და მიხაკ-დარიჩინით გაჯერებული სიო ქროდა, ხოლო დასავლეთიდან “პაჟარსკი კატლეტები” და, როგორც ბარბარე ჯორჯაძე იტყოდა, “ბლამანჟე” იკიდებდა ფეხს და მკვიდრდებოდა ქართულ გემოვნებაში. მრავალეროვან ქალაქში ტრადიციათა სიმრავლემ ცალკე კულტურა ჩამოაყალიბა, სადაც ქართული, სომხური, აზერბაიჯანული, რუსული და ევროპული ტრადიციები ერთმანეთზე იყო გადაჯაჭვული. Continue reading

Posted in ისტორია, საინტერესო ფაქტები, სასარგებლო | დატოვე კომენტარი